ანგელოზს გავხარო,_ეუბნებიან...
_ ანგელოზები არ ეწევიან!
ანგელოზს თეთრი ფრთები აკლია..
სასაცილოა! საკვირველია!!
ანგელოზიო.._ჩუმად ეტრფიან..
ანგელოზები კიარ თვრებიან..
_ზოგჯერ უგულოდ მოექცევიან,
ხან კი, სიყვარულს ეფიცებიან.
თავიდან თითქოს ეკრძალებიან
და სურვილს რომ ვერ ეუფლებიან,
დაემართებათ მათ ერთნაირად
ხან ამნეზია, ხან აგრესია..
ლამაზიაო,_მასზე ამბობენ..
ეს მიწიური ეპითეტია,_
ანგელოზები დიდხანს ცოცხლობენ,
ლამაზები კი, ადრე კვდებიან..
ერთი მითხარით, სად ანგელოზი,
სად კიდევ ევას შთამომავალი..
ცოდვილებისთვის მიწაა ბოლო,
ანგელოზისთვის _ზეცა მარადი.
No comments:
Post a Comment