Monday, February 17, 2014

როცა შემოდგომა წავა...

როცა შემოდგომაც წავა,
როდისღა გნახავ, როდის…!
თოვლი გაათეთრებს აღმართს
შენი სახლისკენ რომ მოდის…

როცა მოგონებებს შენზე,
ისევ აეხდება ფარდა..
მაშინ მეტკინები ისევ,
მაგრამ აღარ გნახავ არსად..!

როცა სიყვარულზე ვიღაც
ისევ მომიყვება ზღაპარს,
მზე რომ გაანათებს დილას..
ალბათ ავდგები და წავალ..

ისევ მაჩუქებენ ვარდებს,
თბილფერა იასამანს…
ისინიც  დაჭკნება მალე..
მალე ყველა გრძნობაც წავა…

მაშინ, შემოდგომა ფიქრებს
როცა გამომატანს შენთან..
ძებნას რომ დაგიწყებ ისევ,
მაგრამ ვერ გიპოვი ვერსად

No comments:

Post a Comment