_გული აღარა მაქვს..
თუმცა, მწამს ღმერთის და უარვყოფ სატანას..
ვიღაცა მიდის და
ვიღაც შენც დაგტოვებს..
მაგრამ სხვა მოვა და ისიც “დაგაბოლებს”.
ვაგონი მიქრის და
ჩვეულ ხმას გამოსცემს..
ძველ გრძნობებს გაფანტავ, როგორც ხე_ნაფოტებს ..
ერთი ზურგს შეგაქცევს,
მეორე_გაკოცებს;
შენ კი,_ეს ახალი კოცნა გაგაოცებს..!
წუხელ მეც “ახალი ბიჭი” დამესიზმრა..
დილით გამეცინა,_სიზმარი “მენიშნა” ..:)
ისევ წამოთოვა,
ქათქათა ფიფქებად..
ან რა მეთოვლება..
ან რა მებიჭება..!! :)
No comments:
Post a Comment