მოვიდა?
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
ასეა ყოველთვის
გრძნობაშიც, ტრფობაშიც,
დობაშიც, ძმობაშიც,
ტკბობაში, თრობაში..
გიყვარდა?
გაივლის.. სიყვარულს რა უნდა?
მუდმივი ცეცხლი და მუდმივად დამუხტვა..
ის არ იყინება..
მიყვები დინებას,
დინებაც იხვევა,
ცვლილებაც იცვლება..
დაკარგავ?
იპოვი.. ვინც ეძებს, პოულობს..
დრო მუდამ ცხოვრებას რაღაცას მოუთხრობს..
და თითქოს ასწავლის
სიტყვებით, ფიქრებით,
აისით, დაისით
ავით და სიკეთით..
იტირე?
დამშვიდდი, ცრემლები გაშრება
და შენი ტკივილიც ოდესმე გაქრება..
ესეა ცხოვრება
გრძნობების თამაშით,
სიტყვების ნარნარით,
იმედის ნაზავით.
ილოცებ?
მიიღებ მადლს ზეციურისას,
ვიღაცას იმედი და რწმენა სწყურია..
თუ უფალს უყვარხარ,
გრძნობ – ღმერთი გჭირდება
ტკბილია ცხოვრებაც
და გარდაცვალებაც..
ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი ძიება..
იცი თუ არ იცი, გჯერა თუ არ გჯერა..
_შობით და სიკვდილით,
ქონით და შიმშილით,
სევდით და ღიმილით,
შვებით და ტკივილით.
მოვიდა?
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
ასეა ყოველთვის
გრძნობაშიც, ტრფობაშიც,
დობაშიც, ძმობაშიც,
ტკბობაში, თრობაში..
გიყვარდა?
გაივლის.. სიყვარულს რა უნდა?
მუდმივი ცეცხლი და მუდმივად დამუხტვა..
ის არ იყინება..
მიყვები დინებას,
დინებაც იხვევა,
ცვლილებაც იცვლება..
დაკარგავ?
იპოვი.. ვინც ეძებს, პოულობს..
დრო მუდამ ცხოვრებას რაღაცას მოუთხრობს..
და თითქოს ასწავლის
სიტყვებით, ფიქრებით,
აისით, დაისით
ავით და სიკეთით..
იტირე?
დამშვიდდი, ცრემლები გაშრება
და შენი ტკივილიც ოდესმე გაქრება..
ესეა ცხოვრება
გრძნობების თამაშით,
სიტყვების ნარნარით,
იმედის ნაზავით.
ილოცებ?
მიიღებ მადლს ზეციურისას,
ვიღაცას იმედი და რწმენა სწყურია..
თუ უფალს უყვარხარ,
გრძნობ – ღმერთი გჭირდება
ტკბილია ცხოვრებაც
და გარდაცვალებაც..
ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი ძიება..
იცი თუ არ იცი, გჯერა თუ არ გჯერა..
_შობით და სიკვდილით,
ქონით და შიმშილით,
სევდით და ღიმილით,
შვებით და ტკივილით.
მოვიდა?
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
No comments:
Post a Comment