About me..

მერე რა, რომ 30-ს გადავაბიჯე და იტყვით, რომ განსაკუთრებული არაფერი შემიქმნია? _ მე შევქმენი სიცოცხლე, დედამიწაზე და ჩემი ცხოვრების სამუდამო აზრი, ვისთვისაც შემიძლია მთები გადავდგა! :) <3

მერე რა, რომ არ ვარ უნაკლო? _ მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ვარ ესეთი, როგორიც ვარ, თან ძალიან მადლობელი ვარ!! <3 მერე რა, რომ ამბობთ "ნარცისიაო"? მერე რა, თუ ჩემი თავი ასე ძალიან მომწონს და მიყვარს? _ მე მჯერა, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს არ აფასებს და არ უყვარს, ის ვერც სხვის დაფასებას და შეყვარებას შეძლებს.. :)

მერე რა, თუ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული? _ შეუცდომელი არავინ არის. მთავარია, შეცდომის აღიარების არ შეგვრცხვეს და მათზე ვისწავლოთ.

მერე რა, რომ უცოდველი არ ვარ? _ უცოდველი მხოლოდ ღმერთია და მასაც შეუძლია ჩვენი პატიება, თუ ამ ცოდვას გავიაზრებთ და მოვინანიებთ..

მერე რა, თუ ზოგჯერ მოწყენილი ვარ? _ ყოველთვის რომ მხიარული ვიყო, მაშინ გრძნობები არ უნდა გამაჩნდეს.. :) მთავარია, როგორც უნდა მძლიოს სევდამ, ყოველთვის ვიცი, რომ ხვალინდელი დღე ძალიან მაგარი იქნება, თითოეული წყენა კი - ჭკუას გვასწავლის და ცხოვრებას გვიმრავალფეროვნებს.. მხოლოდ ერთ ფერში ცხოვრება ხომ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, როგორი ნათელი ფერიც არ უნდა იყოს ის.. :)

მერე რა თუ ყველასთან არ ვიხსნები და ხშირად დისტანციას ვიცავ? _ სულაც არ არის აუცილებელი ყველასთან ერთნაირი ვიყო, მით უმეტეს, რომ ყველა არ არის წრფელი, მე კი არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ ღიმილითა და კომპლიმენტებით დაფარულმა სიყალბემ მაცდუნოს.. და კიდევ, ახლობელი ადამიანები სხვებისგან ხომ იმით განსხვავდებიან, რომ მათთან თავს ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევ: შეგიძლია მოიწყინო, იმხიარულო, იგიჟო, გული გადაუშალო, თუნდაც შენი ხასიათის ცოდვილი მხარეები გამოავლინო.. :)

მერე რა თუ გულჩვილი ვარ და ხშირად მეტირება ჩემსა თუ სხვის ტკივილზე? _ ცრემლებიც ხომ ზუსტად მაგიტომ არსებობს, რომ იტირო.. ქალი ხომ იმით განსხვავდება კაცისგან, რომ ტირილი შეუძლია, თანაც, ხშირად კაცებიც ტირიან.. :)

მერე რა, რომ საყვარელ კაცთან მიმართებაში, ცოტა ეჭვიანი ვარ? _ ეჭვიანი რომ არ ვიყო, არ უნდა მენაღვლებოდეს ის.. ან მისი სხვა ქალით დაინტერესება გულგრილად რომ მიიღო, უთავმოყვარეო უნდა იყო.. სხვა თუ არაფერი, მუდმივი კმაყოფილება და ყველაფერზე თვალების დახუჭვა, ძალიან უინტერესო, ერთფეროვანი და მოსაწყენი მგონია.. და კიდევ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ კაცს მართლა უყვარს, როგორიც უნდა იყოს "კაცის გული", მას ყველაფერი თავის საყვარელ ქალთან წარმოუდგენია, ის მოსწონს და უნდა თავის ყველაფრით და "მაინც არ ურჩევნია სხვისა"..!! :)

მერე რა, თუ ბევრი რამ დავკარგე ცხოვრებაში? _ ახალი ცხოვრების დაწყება ყოველთვის შეიძლება, თუნდაც ნულიდან.. ის შენ შანსს ყოველთვის გაძლევს, მთავარია გამოიყენო!

მერე რა თუ ზოგჯერ იმპულსური ვარ, შემიძლია უცებ გავბრაზდე ან მოულოდნელად რაღაც  არაორდინალური სიგიჟე ჩავიდინო.. _ ვფიქრობ, რომ სიცოცხლეს ყველაფერი ალამაზებს, ღვარძლის, ბოროტებისა და ბოღმის გარდა!! ეს ჩემი ცხოვრებაა, მე თავისუფალი ვარ და იმას გავაკეთებ, რაც გამაბედნიერებს, თუნდაც წამიერად.. ვფიქრობ, რომ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ისე უნდა გამოვიყენოთ, როგორც გვინდა, მთავარია, საკუთარ თავთან ვიყოთ მართალი, თორე სხვა ყოველთვის  გამოქექავს რამეს შენს საწინააღმდეგოდ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც "ანგელოზს ფრთებს დაუწუნებს".. :)

მერე რა, რომ რაც მინდა, ყველაფერი არ მაქვს? _ სურვილი და მიზანი შენს ძალებს აორმაგებს.. ვიცი, რომ რაც გულით გინდა, აუცილებლად აგისრულდება! და ბედნიერი ვარ, რომ არასდროს არავისი მშურს! :)

მერე რა, რომ იდეალური არ ვარ? _ ჩემი "არაიდეალური თავი" მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ადამიანია ჩემს ირგვლივ, "არაიდეალური ნათია" რომ უყვარს. <3

არაუშავს, რომ ბევრ რამესთან ერთად, ბევრი ვინმე დავკარგე.. ვიცი, რომ ყველაფერი წარმავალია და არაფერია მუდმივი.. ადამიანები მოდიან და მიდიან.. ზოგი ისე მიდის, რომ მისგან არაფერი რჩება, ზოგი კი - სამუდამოდ რჩება შენს გულში.. ეს მოგონებაც, თუნდაც ტკივილიანი, ლამაზია და შენი ცხოვრების ნაწილი <3 თან, მე ხომ მყავს უსაყვარლესი შვილი, თბილი ოჯახი და უტკბილესი მეგობრები, რომლებიც ყოველყვის მეყვარება, თავის ცუდით და კარგით! <3

მერე რა, რომ უკვე 30-ს გადავაბიჯე და განსაkუთრებული არაფერი შემიქმნია?,- ჯერ ყველაფერი წინ მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერს შევძლებ, რაც მენდომება, რაზეც მიოცნებია!! <3

No comments:

Post a Comment