"Hands Resist Him"_ დაწყევლილი ნახატი, რომელიც კლავს!
"Hands Resist Him"_ დაწყევლილი ნახატი, რომელიც კლავს,
_ ამერიკელმა მხატვარმა ბილ სთოუნჰემმა მაშინ დახატა, როცა საოჯახო არქივში, თავის უმცროსს დასთან გადაღებულ მსგავს ფოტოს გადააწყდა.. თუმცა ფოტოში, რომელიც აღნიშნულ ნახატს დაედო საფუძვლად, მზიანი დღეა ასახული, სურათზე კი _ ფანჯრებს მიღმა გამეფებული წყვდიადი, საიდანაც თითქოს იმქვეყნიური სამყაროდან გამოწვდილი ხელები მოჩანს.. აქვე, შესამჩნევია კიდევ ერთი უცნაურობაც _ ბიჭი (მხატვარი) რატომღაც დიდი ადამიანის სახით არის წარმოჩენილი, მის დას კი თოჯინის სახე აქვს..
სურათის უარყოფითმა ენერგეტიკამ, მისი გამოფენაზე გამოტანის დღესვე იმოქმედა საზოგადოებაზე _ დამთვალიერებელთა უმრავლესობა ცუდად გახდა და "სასწრაფოს" გამოძახებაც ბევრჯერ გახდა საჭირო. გამოფენის შემდეგ, ნახატი ვინც კი შეიძინა, ყველა მათგანი სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა.
გასაოცარია, მაგრამ სურათის გასაყიდი ფასი მით უფრო იზრდებოდა, რაც უფრო აშკარა და ცნობილი ხდებოდა მისი საბედისწერო თვისებების შესახებ.
დღესდღეობით უცნობია, რაბედი ეწია ნახატს, რომელიც (ექსპერტების აზრით) გარდასულთა სამყაროში დამაკავშირებელ კარს აღებს.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment