მერე რა, რომ ჩემზე უფრო ჭაღარა ხარ..
გამიხსენებ, დაფიქრდები, გაიღიმებ,
მონატრებაც გაიელვებს სადღაც ალბათ..
იმ სიხარულს, მე რომ შენთვის მიჩუქნია,
მაგ თითებზე გადაითვლი მერამდენედ
და მიხვდები, დიდხანს ჩვენ არ გვიცხოვრია,
ჩემი წასვლით ასე რატომ გაგახელე..
მოგონებას დააფარებ სევდის ფარდას,
უჩემობას არ მიიტან მერე გულთან..
მერე რა, რომ ჩემზე უფრო ჭაღარა ხარ..
No comments:
Post a Comment