მიყვარს ია და ალუბლის ყვავილები
და იასამანი _ ფერი გაზაფხულის..
ტყეში ხეტიალი, დაკარგვა მინდვრებში,
მარტის გაცილება ძალადაკარგულის..
მიყვარს ლუდი _ ცივი, კათხა-დანამული,
მიყვარს მუსიკა და ზღვა დამშვიდებული
თბილი და ფერადი მიყვარს გაზაფხული
და ატმის ხეები, კვირტ-აფეთქებული..
მიყვარს ზაფხული, მხურვალე,
დღემზიანი,
სკვერში მოთამაშე ბავშვის სიხარული,
ჩემი მეგობრები - პირ-სიცილიანი..
მიყვარს სიცოცხლე და თვითონ სიყვარული.
მიყვარს ნაყინი და თეთრი შოკოლადი
და ჩემი ლექსებით გრძნობების ფერება..
მიყვარს შვილი, - ჩემი მზე და გულის ვარდი,
თვალებში მოციმციმე ბედნიერება..
მიყვარს სახლი ჩემი, თბილი, საყვარელი
და შენზე ოცნება, გული სავსე ტრფობით..
ღამე გაპრანჭული - ცაში ვარსკვლავებით.
ჩემი ბებო მიყვარს, - ჩემი ანგელოზი.
No comments:
Post a Comment