გაზაფხულმა შხაპუნამ
წვიმა ააშხაპუნა.
მარტმა თვალებფახულამ
მეც გამაგაზაფხულა ^_^
დაკვირტული ტყემლებით,
ფიქრებს შემოვევლები.
შენს თავს თუ შეველევი, _
გრძნობებს ვეღარ ვერევი.
ყვავილები ხატულა
ეჯიბრება საკურას,
სილამაზე მალულად,
მთებზე შემოხატულა.
ჩემს ქალაქშიც, ეულად,
სითბო დაბუდებულა;
როგორ აჭრელებულა!
როგორ დამშვენებულა!
თეთრად გათენებულა
და მზეც ატირებულა.
წვიმისგან კი ეს ქუჩა
ისევ დასველებულა!
მზის სხივებმა ნანატრმა
გული გამიხალასა,
გრძნობა გაანავარდა
და დაატკბო ბადაგად.
ჩიტუნია ჭიკჭიკამ
ეზო ააჭიკჭიკა,
გოგო ვარსკვლავ-ციმციმა
დაიღვარა ღიმილად.
გაზაფხულმა შხაპუნამ
წვიმა ააშხაპუნა.
მარტმა თვალებფახულამ
მეც გამაგაზაფხულა ^_^
No comments:
Post a Comment