Tuesday, June 17, 2014

ზოგჯერ წვიმაც კარგია...


  ეჰ, ზოგჯერ წვიმაც კარგია,
როცა მისველებს თმას, სულს, ფიქრებს..
     თითქოს ეშხს მატებს სიზმრებს
     და შენს ნაპარავ სიტყვებს..

ხო, ზოგჯერ წვიმაც კარგია,
წვიმის მუსიკა გულს რომ სწვდება..
     ავყვები ნება-ნება
     ჩემს გამოუთქმელ სევდას..

ზოგჯერ ხომ წვიმაც კარგია,
როცა მისველებს მხრებს, ზურგს, სახეს..
     შენ ვერ შეამჩნევ ცრემლებს
     ჩემს ნამტირალევ თვალებს.

თუ გულში ცეცხლი ანთია...
წვიმა აქრობს ალს თუ აღვივებს..?
     წვიმა აალებს გრძნობებს,
     როცა გინამავს ბაგეს.

No comments:

Post a Comment