ანგელოზს გავხარო,_ეუბნებიან...
_ ანგელოზები არ ეწევიან!
ანგელოზს თეთრი ფრთები აკლია..
სასაცილოა! საკვირველია!!
ანგელოზიო.._ჩუმად ეტრფიან..
ანგელოზები კიარ თვრებიან..
_ზოგჯერ უგულოდ მოექცევიან,
ხან კი, სიყვარულს ეფიცებიან.
თავიდან თითქოს ეკრძალებიან
და სურვილს რომ ვერ ეუფლებიან,
დაემართებათ მათ ერთნაირად
ხან ამნეზია, ხან აგრესია..
ლამაზიაო,_მასზე ამბობენ..
ეს მიწიური ეპითეტია,_
ანგელოზები დიდხანს ცოცხლობენ,
ლამაზები კი, ადრე კვდებიან..
ერთი მითხარით, სად ანგელოზი,
სად კიდევ ევას შთამომავალი..
ცოდვილებისთვის მიწაა ბოლო,
ანგელოზისთვის _ზეცა მარადი.
Monday, February 17, 2014
შენ ხარ სამყაროს ცენტრი..
შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
ყოველთვის იგრძნობ ამას,
როცა ჩაივლი ქუჩას,
როცა გაიხდი კაბას..
შენ ხარ სამყაროს გული.
შენი სიბრძნეა ღმერთი,
თუმცა გარყვნილი სულის
შფოთიანობა გდევნის..
შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
შენი ნიჭია სწრაფვა..
თითქოს სიბრძნეებს ეტრფი,
მაგრამ ბავშვობა გხატავს..
შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
შენ შეგიძლია ერთი
ფეხ-ქვეშ დაიგო ნეჭად
ეროსი, თორი, ზევსი…
შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
გული მიგიფრენს ცისკენ,
იქ ადონისი გელის..
შენ _ მისი აფროდიტე..
ყოველთვის იგრძნობ ამას,
როცა ჩაივლი ქუჩას,
როცა გაიხდი კაბას..
შენ ხარ სამყაროს გული.
შენი სიბრძნეა ღმერთი,
თუმცა გარყვნილი სულის
შფოთიანობა გდევნის..
შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
შენი ნიჭია სწრაფვა..
თითქოს სიბრძნეებს ეტრფი,
მაგრამ ბავშვობა გხატავს..
შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
შენ შეგიძლია ერთი
ფეხ-ქვეშ დაიგო ნეჭად
ეროსი, თორი, ზევსი…
შენ ხარ სამყაროს ცენტრი,
გული მიგიფრენს ცისკენ,
იქ ადონისი გელის..
შენ _ მისი აფროდიტე..
გინატრე როგორ..
გინატრე როგორ!!
გაზაფხულის ბოლო თვეს..
სიცოცხლის ბოლოს ინატრებ როგორც..
სურვილი ოღონდ
კოსმოსამდე უსაზღვრო,
ზაფხულის ბოლოს დარჩა უღონოდ..
წაიღო ქარმა,
იყო შენი სიტყვები,
ისეთი თბილი, როგორც ცის ფერი…
მიდიან არსად
წელიწადის თვეები
სათქმელი გულის რჩება უთქმელი..
ისევ გინატრე
გაზაფხულის ბოლო თვეს,
შენ რომ მინატრე…
გაზაფხულის ბოლო თვეს..
სიცოცხლის ბოლოს ინატრებ როგორც..
სურვილი ოღონდ
კოსმოსამდე უსაზღვრო,
ზაფხულის ბოლოს დარჩა უღონოდ..
წაიღო ქარმა,
იყო შენი სიტყვები,
ისეთი თბილი, როგორც ცის ფერი…
მიდიან არსად
წელიწადის თვეები
სათქმელი გულის რჩება უთქმელი..
ისევ გინატრე
შენ რომ მინატრე…
სხვა გაზაფხული ..
შენ არ იქნები..
შენ არ იქნები დღეს ჩემთან, მაგრამ
მაინც ჩავიცვამ ალისფერ კაბას,
ისევ ლამაზად მოვირთავ თმას და
აცრემლებამდეც ვიცინებ ალბათ..
შენ არ იქნები დღეს ჩემთან, მაგრამ
მაინც ვიქნები მე ბედნიერი,
სურვილს გავუმხელ პატარა ქაღალდს
და ასრულებას მოვერიდები……
ან…:
შენ არ იქნები ჩემთან მაგრამ იქ
ის “სხვა” იქნება აუცილებლად.. :))))))
მაინც ჩავიცვამ ალისფერ კაბას,
ისევ ლამაზად მოვირთავ თმას და
აცრემლებამდეც ვიცინებ ალბათ..
შენ არ იქნები დღეს ჩემთან, მაგრამ
მაინც ვიქნები მე ბედნიერი,
სურვილს გავუმხელ პატარა ქაღალდს
და ასრულებას მოვერიდები……
ან…:
შენ არ იქნები ჩემთან მაგრამ იქ
ის “სხვა” იქნება აუცილებლად.. :))))))
როცა შემოდგომა წავა...
როცა შემოდგომაც წავა,
როდისღა გნახავ, როდის…!
თოვლი გაათეთრებს აღმართს
შენი სახლისკენ რომ მოდის…
როცა მოგონებებს შენზე,
ისევ აეხდება ფარდა..
მაშინ მეტკინები ისევ,
მაგრამ აღარ გნახავ არსად..!
როცა სიყვარულზე ვიღაც
ისევ მომიყვება ზღაპარს,
მზე რომ გაანათებს დილას..
ალბათ ავდგები და წავალ..
ისევ მაჩუქებენ ვარდებს,
თბილფერა იასამანს…
ისინიც დაჭკნება მალე..
მალე ყველა გრძნობაც წავა…
მაშინ, შემოდგომა ფიქრებს
როცა გამომატანს შენთან..
ძებნას რომ დაგიწყებ ისევ,
მაგრამ ვერ გიპოვი ვერსად
როდისღა გნახავ, როდის…!
თოვლი გაათეთრებს აღმართს
შენი სახლისკენ რომ მოდის…
როცა მოგონებებს შენზე,
ისევ აეხდება ფარდა..
მაშინ მეტკინები ისევ,
მაგრამ აღარ გნახავ არსად..!
როცა სიყვარულზე ვიღაც
ისევ მომიყვება ზღაპარს,
მზე რომ გაანათებს დილას..
ალბათ ავდგები და წავალ..
ისევ მაჩუქებენ ვარდებს,
თბილფერა იასამანს…
ისინიც დაჭკნება მალე..
მალე ყველა გრძნობაც წავა…
მაშინ, შემოდგომა ფიქრებს
როცა გამომატანს შენთან..
ძებნას რომ დაგიწყებ ისევ,
მაგრამ ვერ გიპოვი ვერსად
რა მებიჭება?.. :)
იცი, რა კარგად ვარ?!
_გული აღარა მაქვს..
თუმცა, მწამს ღმერთის და უარვყოფ სატანას..
ვიღაცა მიდის და
ვიღაც შენც დაგტოვებს..
მაგრამ სხვა მოვა და ისიც “დაგაბოლებს”.
ვაგონი მიქრის და
ჩვეულ ხმას გამოსცემს..
ძველ გრძნობებს გაფანტავ, როგორც ხე_ნაფოტებს ..
ერთი ზურგს შეგაქცევს,
მეორე_გაკოცებს;
შენ კი,_ეს ახალი კოცნა გაგაოცებს..!
წუხელ მეც “ახალი ბიჭი” დამესიზმრა..
დილით გამეცინა,_სიზმარი “მენიშნა” ..:)
ისევ წამოთოვა,
ქათქათა ფიფქებად..
ან რა მეთოვლება..
ან რა მებიჭება..!! :)
_გული აღარა მაქვს..
თუმცა, მწამს ღმერთის და უარვყოფ სატანას..
ვიღაცა მიდის და
ვიღაც შენც დაგტოვებს..
მაგრამ სხვა მოვა და ისიც “დაგაბოლებს”.
ვაგონი მიქრის და
ჩვეულ ხმას გამოსცემს..
ძველ გრძნობებს გაფანტავ, როგორც ხე_ნაფოტებს ..
ერთი ზურგს შეგაქცევს,
მეორე_გაკოცებს;
შენ კი,_ეს ახალი კოცნა გაგაოცებს..!
წუხელ მეც “ახალი ბიჭი” დამესიზმრა..
დილით გამეცინა,_სიზმარი “მენიშნა” ..:)
ისევ წამოთოვა,
ქათქათა ფიფქებად..
ან რა მეთოვლება..
ან რა მებიჭება..!! :)
მერე რა.. :)
შეიძლება შენზე ადრე მე გავფრინდე,
მერე რა, რომ ჩემზე უფრო ჭაღარა ხარ..
გამიხსენებ, დაფიქრდები, გაიღიმებ,
მონატრებაც გაიელვებს სადღაც ალბათ..
იმ სიხარულს, მე რომ შენთვის მიჩუქნია,
მაგ თითებზე გადაითვლი მერამდენედ
და მიხვდები, დიდხანს ჩვენ არ გვიცხოვრია,
ჩემი წასვლით ასე რატომ გაგახელე..
მერე ისევ დაბრუნდები სიყვარულთან
მოგონებას დააფარებ სევდის ფარდას,
უჩემობას არ მიიტან მერე გულთან..
მერე რა, რომ ჩემზე უფრო ჭაღარა ხარ..
მერე რა, რომ ჩემზე უფრო ჭაღარა ხარ..
გამიხსენებ, დაფიქრდები, გაიღიმებ,
მონატრებაც გაიელვებს სადღაც ალბათ..
იმ სიხარულს, მე რომ შენთვის მიჩუქნია,
მაგ თითებზე გადაითვლი მერამდენედ
და მიხვდები, დიდხანს ჩვენ არ გვიცხოვრია,
ჩემი წასვლით ასე რატომ გაგახელე..
მოგონებას დააფარებ სევდის ფარდას,
უჩემობას არ მიიტან მერე გულთან..
მერე რა, რომ ჩემზე უფრო ჭაღარა ხარ..
ყველაფერი მიდის და ყველაფერი იცვლება..
მოვიდა?
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
ასეა ყოველთვის
გრძნობაშიც, ტრფობაშიც,
დობაშიც, ძმობაშიც,
ტკბობაში, თრობაში..
გიყვარდა?
გაივლის.. სიყვარულს რა უნდა?
მუდმივი ცეცხლი და მუდმივად დამუხტვა..
ის არ იყინება..
მიყვები დინებას,
დინებაც იხვევა,
ცვლილებაც იცვლება..
დაკარგავ?
იპოვი.. ვინც ეძებს, პოულობს..
დრო მუდამ ცხოვრებას რაღაცას მოუთხრობს..
და თითქოს ასწავლის
სიტყვებით, ფიქრებით,
აისით, დაისით
ავით და სიკეთით..
იტირე?
დამშვიდდი, ცრემლები გაშრება
და შენი ტკივილიც ოდესმე გაქრება..
ესეა ცხოვრება
გრძნობების თამაშით,
სიტყვების ნარნარით,
იმედის ნაზავით.
ილოცებ?
მიიღებ მადლს ზეციურისას,
ვიღაცას იმედი და რწმენა სწყურია..
თუ უფალს უყვარხარ,
გრძნობ – ღმერთი გჭირდება
ტკბილია ცხოვრებაც
და გარდაცვალებაც..
ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი ძიება..
იცი თუ არ იცი, გჯერა თუ არ გჯერა..
_შობით და სიკვდილით,
ქონით და შიმშილით,
სევდით და ღიმილით,
შვებით და ტკივილით.
მოვიდა?
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
ასეა ყოველთვის
გრძნობაშიც, ტრფობაშიც,
დობაშიც, ძმობაშიც,
ტკბობაში, თრობაში..
გიყვარდა?
გაივლის.. სიყვარულს რა უნდა?
მუდმივი ცეცხლი და მუდმივად დამუხტვა..
ის არ იყინება..
მიყვები დინებას,
დინებაც იხვევა,
ცვლილებაც იცვლება..
დაკარგავ?
იპოვი.. ვინც ეძებს, პოულობს..
დრო მუდამ ცხოვრებას რაღაცას მოუთხრობს..
და თითქოს ასწავლის
სიტყვებით, ფიქრებით,
აისით, დაისით
ავით და სიკეთით..
იტირე?
დამშვიდდი, ცრემლები გაშრება
და შენი ტკივილიც ოდესმე გაქრება..
ესეა ცხოვრება
გრძნობების თამაშით,
სიტყვების ნარნარით,
იმედის ნაზავით.
ილოცებ?
მიიღებ მადლს ზეციურისას,
ვიღაცას იმედი და რწმენა სწყურია..
თუ უფალს უყვარხარ,
გრძნობ – ღმერთი გჭირდება
ტკბილია ცხოვრებაც
და გარდაცვალებაც..
ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი ძიება..
იცი თუ არ იცი, გჯერა თუ არ გჯერა..
_შობით და სიკვდილით,
ქონით და შიმშილით,
სევდით და ღიმილით,
შვებით და ტკივილით.
მოვიდა?
-ის წავა, წავა და დაგტოვებს..
ცხოვრების კანონი ერევა ბატონებს.
Subscribe to:
Posts (Atom)