გაზაფხულმა შხაპუნამ
წვიმა ააშხაპუნა.
მარტმა თვალებფახულამ
მეც გამაგაზაფხულა ^_^
დაკვირტული ტყემლებით,
ფიქრებს შემოვევლები.
შენს თავს თუ შეველევი, _
გრძნობებს ვეღარ ვერევი.
ყვავილები ხატულა
ეჯიბრება საკურას,
სილამაზე მალულად,
მთებზე შემოხატულა.
ჩემს ქალაქშიც, ეულად,
სითბო დაბუდებულა;
როგორ აჭრელებულა!
როგორ დამშვენებულა!
თეთრად გათენებულა
და მზეც ატირებულა.
წვიმისგან კი ეს ქუჩა
ისევ დასველებულა!
მზის სხივებმა ნანატრმა
გული გამიხალასა,
გრძნობა გაანავარდა
და დაატკბო ბადაგად.
ჩიტუნია ჭიკჭიკამ
ეზო ააჭიკჭიკა,
გოგო ვარსკვლავ-ციმციმა
დაიღვარა ღიმილად.
გაზაფხულმა შხაპუნამ
წვიმა ააშხაპუნა.
მარტმა თვალებფახულამ
მეც გამაგაზაფხულა ^_^
Thursday, March 13, 2014
Friday, March 7, 2014
მიყვარხარმეთქი..
მიყვარხარმეთქი..
_“ნუ მეტყვიო..
მეშინიაო მაგ სიტყვების.
მე სიყვარულის არა მწამსო,
შეჩვევააო ყველაფერი“..
დაგპირდი, შეგიყვარდებითქო,
შენთან ვიქნები დღეც და ღამეც..
თუ სიყვარული შეჩვევაა,
მე ამ შეჩვევას შეგაყვარებ.
მიყვარხარმეთქი..
გეცინება..
_ეგ სიყვარული ბლეფიაო )
თუკი ეს გრძნობა საზღვარს სცდება
რატომ არ მეტყვი „შენი ვარო“..
ყოველთვის, როცა ღამე დგება,
ცაზე ინათებს თეთრი მთვარე,
ვფიქრობ, რომ არის სადღაც ბიჭი,
ვისაც თავი ვერ შევაყვარე.
შენზე ოცნებამ დრო წაიღო,
ვისთვის გავაღო გულის კარი..
თუ სიყვარული არ არსებობს,
მე ასე როგორ შემიყვარდი.
_“ნუ მეტყვიო..
მეშინიაო მაგ სიტყვების.
მე სიყვარულის არა მწამსო,
შეჩვევააო ყველაფერი“..
დაგპირდი, შეგიყვარდებითქო,
შენთან ვიქნები დღეც და ღამეც..
თუ სიყვარული შეჩვევაა,
მე ამ შეჩვევას შეგაყვარებ.
მიყვარხარმეთქი..
გეცინება..
_ეგ სიყვარული ბლეფიაო )
თუკი ეს გრძნობა საზღვარს სცდება
რატომ არ მეტყვი „შენი ვარო“..
ყოველთვის, როცა ღამე დგება,
ცაზე ინათებს თეთრი მთვარე,
ვფიქრობ, რომ არის სადღაც ბიჭი,
ვისაც თავი ვერ შევაყვარე.
შენზე ოცნებამ დრო წაიღო,
ვისთვის გავაღო გულის კარი..
თუ სიყვარული არ არსებობს,
მე ასე როგორ შემიყვარდი.
Wednesday, March 5, 2014
რაც მიყვარს
მიყვარს ია და ალუბლის ყვავილები
და იასამანი _ ფერი გაზაფხულის..
ტყეში ხეტიალი, დაკარგვა მინდვრებში,
მარტის გაცილება ძალადაკარგულის..
მიყვარს ლუდი _ ცივი, კათხა-დანამული,
მიყვარს მუსიკა და ზღვა დამშვიდებული
თბილი და ფერადი მიყვარს გაზაფხული
და ატმის ხეები, კვირტ-აფეთქებული..
მიყვარს ზაფხული, მხურვალე,
დღემზიანი,
სკვერში მოთამაშე ბავშვის სიხარული,
ჩემი მეგობრები - პირ-სიცილიანი..
მიყვარს სიცოცხლე და თვითონ სიყვარული.
მიყვარს ნაყინი და თეთრი შოკოლადი
და ჩემი ლექსებით გრძნობების ფერება..
მიყვარს შვილი, - ჩემი მზე და გულის ვარდი,
თვალებში მოციმციმე ბედნიერება..
მიყვარს სახლი ჩემი, თბილი, საყვარელი
და შენზე ოცნება, გული სავსე ტრფობით..
ღამე გაპრანჭული - ცაში ვარსკვლავებით.
ჩემი ბებო მიყვარს, - ჩემი ანგელოზი.
და იასამანი _ ფერი გაზაფხულის..
ტყეში ხეტიალი, დაკარგვა მინდვრებში,
მარტის გაცილება ძალადაკარგულის..
მიყვარს ლუდი _ ცივი, კათხა-დანამული,
მიყვარს მუსიკა და ზღვა დამშვიდებული
თბილი და ფერადი მიყვარს გაზაფხული
და ატმის ხეები, კვირტ-აფეთქებული..
მიყვარს ზაფხული, მხურვალე,
დღემზიანი,
სკვერში მოთამაშე ბავშვის სიხარული,
ჩემი მეგობრები - პირ-სიცილიანი..
მიყვარს სიცოცხლე და თვითონ სიყვარული.
მიყვარს ნაყინი და თეთრი შოკოლადი
და ჩემი ლექსებით გრძნობების ფერება..
მიყვარს შვილი, - ჩემი მზე და გულის ვარდი,
თვალებში მოციმციმე ბედნიერება..
მიყვარს სახლი ჩემი, თბილი, საყვარელი
და შენზე ოცნება, გული სავსე ტრფობით..
ღამე გაპრანჭული - ცაში ვარსკვლავებით.
ჩემი ბებო მიყვარს, - ჩემი ანგელოზი.
Subscribe to:
Posts (Atom)