როგორ ფერმკრთალდები..
გახსოვს, ჩვენი ჩრდილი
ბინდში რომ დავტოვეთ,
იმ ლანდს ემსგავსები..
როგორ ფერმკრთალდები..
იყო თუ არ იყო,
ისე ცოტა იყო,
შენი ნაკვთების
სწავლას ვერ ვასწრებდი..
როგორ მენატრები..
დამარხულ ოცნებებს
ბოროტად აცილებს
ჯოჯოხეთისკენ
ქარონის ნავები..
მე კი ვემალები..
რა სევდიანია
ის ბედნიერება,
რაც გაიმეტე,
გრძნობებს რომ არქმევდი..
..ბოდიში, სხვას ვწერდი!