ყველასთვის საყვარელი ტკბილეულის, შოკოლადის ისტორია, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, მრავალი წლის წინ იღებს სათავეს. ლინგვისტები მიიჩნევენ, რომ სიტყვა "კაკაო", პირველად მექსიკის ყურეში არსებულ ოლმეკების ცივილიზაციაში გაჩნდა, რის შემდეგაც სხვა ცივილიაციებშიც გავრცელდა. მაიას ტომების რწმენით, ღმერთები რიტუალის დროს, როგორც წმინდა სასმელს, ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ. აცტეკები კი, კაკაოს მარცვლებს ღვთიურ საკვებად მიიჩნევდნენ.
პირველი შოკოლადის მაღაზია საფრანგეთში, ლუდოვიკო XIV-ის მეფობის დროს გაჩნდა. 1879 წელს, 8 წლის შეუსვენებელი ექსპერიმენტების შემდეგ, შვეიცარიელმა დანიელ პეტერმა ბაზარზე რძიანი შოკოლადი გამოუშვა. იმავე წელს, გამომგონებელმა რუდოლფ ლინტმა, შექმნა მოწყობილობა, რომელიც რბილ შოკოლადს აწარმოებდა. მოგვიანებით, 20 წლის შემდეგ, ციურიხელმა კონდიტერმა ამ მოწყობილობის შესაძენად 1.5 მილიონი ფრანკი გადაიხადა, რაც იმ დროისათვის 435 კგ. ოქროს ფასს უდრიდა. პირველი შოკოლადის კამფეტები 1912 წელს გაჩნდა.
შოკოლადის თანამედროვე მწარმოებლები ექსპერიმენტებს არ ერიდებიან და პროდუქტს წიწაკით, ქონდრით, თამბაქოთი, მრავალნაირი ეთერზეთებითა და ხილით აზავებენ. ნამდვილი შოკოლადის სიძვირე, მისი შემადგენლობისა და კაკაოს სიძვირითაა გამოწვეული.
დღეისათვის შოკოლადი ყველასთვის ხელმისაწვდომი ტკბილეულია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ, დღეს ნამდვილ შოკოლადს იშვიათად შევხვდებით. ბაზარმა მისი ფასის დაგდება მოითხოვა, რის გამოც მწარმოებლები იაფფასიან პროდუქციასა და კონსერვანტებს იყენებენ. რიჩარდ დონელი, ცნობილი შოკოლატიე, რომელიც საკუთარი ხელით ექსკლუზიურ შოკოლადს ამზადებს, ამბობს, რომ: "ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ იაფფასიან შოკოლადზე ვხარჯოთ.. ჩემი მიზანი შოკოლადისთვის დაუვიწყარი გემოს მინიჭებაა".
No comments:
Post a Comment