![]() |
Hachiko: A story of faithfulness |
ეს ყველაზე ერთგული იაპონელი ძალღლის, ჰაჩიკოს ქანდაკებაა, რომელიც იაპონიაში, სიბუიას სადგურთან დგას.
ხალხმა ჰაჩის ძეგლი დიდი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად, სწორედ იმ ადგილას დაუდგა, სადაც ძაღლი, სამსახურიდან დაბრუნებულ პატრონს ყოველდღე ეგებებოდა. ერთხელაც, ძვირფასი პატრონი სამსახურიდან აღარ დაბრუნდა. ის მუშაობისას, მოულოდნელად, გულის ინფარქტით გარდაიცვალა. ჰაჩიკო 9 წლის განმავლობაში, ყოველ დღე, ჩვეულ დროს მიდიოდა სადგურთან და პატრონის გამოჩენის იმედით, გვიან ღამემდე იცდიდა.
მას ყველა იცნობდა, მასზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა.. საოცრად ერთგულ მეგობარზე სტატიებიც იბეჭდებოდა..
ჰაჩი 1923 წლის 10 ნოემბერს, იაპონიაში დაიბადა და 1935 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. დაუძლურებულმა და სიბერისგან მოტეხილმა ძაღლმა, მატარებლის სადგურთან, საყვარელი მეგობრის მოლოდინში განუტევა სული... ჰაჩის ძვლები მისი პატრონის გვერდით დაასაფლავეს, მისი ტყავისგან დამზადებული ფიტული კი, ნაციონალურ მუზეუმში დღემდე ინახება.
ჰაჩიკოზე, როგორც ყველაზე ერთგულ ოთხფეხა მეგბარზე, მრავალი მოთხრობა დაიწერა. გადაღებულია ფილმებიც : "ჰაჩიკო მონოტაგარი"(1987 წ.) და "ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი"(2009 წ.).
სიბუიას სადგური, სადაც ჰაჩიკოს ძეგლი დგას, დღესაც, შეყვარებულების შეხვედრის ადგილია, როგორც სიმბოლო უანგარო სიყვარულისა და ერთგულებ
ის...
No comments:
Post a Comment